::  მთავარი  ::  ფორუმი  ::  საიტის შესახებ  ::  დამატების წესები  ::  საეკლესიო კალენდარი  :: 
  search:    
 
ნავიგაცია
მთავარი    ომი აფხაზეთში     -გაგრა     -გუდაუთა     -სუხუმი     -კამანი     -კოდორი     -ოჩამჩირე     ფოტოგალერეა     ვიდეომასალა    სტატიები გმირებზე
სტატიების რეიტინგი
---
1
საიტზე იმყოფება
სულ: 5
სტუმარი: 3
მომხმარებელი: - არა
რობოტი: crawl Bot, Yandex Bot

ვიზიტორის 10-ული: nikajanelidze, admin, vacansyinua, wayclenancy, Recespedy, operaminifrefly, Pleagoenculge, Veikelomi, Skomenelrd, nesterayt

ჩვენთან იპოვეს

Google: afxazetis omi
Яndex.ru: abxazetis omi
Google: gmirebi
Google: afxazeti

2
-----
 
აფხაზეთი: აფხაზეთის ომი
 

მასალის წყარო

აფხაზეთის ომი (1992-93)

აფხაზეთის ომი 1992—93 წლებში იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა  და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი ე. წ. „ზვიადისტებთან" (ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში — სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა.

 
აფხაზეთი » გაგრა: გაგრის დაკარგვის მიზეზები
 

მასალა აღებულია საიტიდან  http://afxazeti.ge/

 

 

1992 წლის 14 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონი სოფელ ოხურეიში დაიწყო აფხაზეთის ომი. აფხაზეთის "სამხედრო დამარცხება" კი მიუხედავად ერთწლიანი ომისა, ფაქტობრივათ ომის დაწყებიდან თვენახევარში-1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრის დაცემით დაიწყო."სამხედრო დამარცხების" საქმის ძიებაც გაგრის დაცემის ფაქტზე აღზრული საქმით იწყება, რომელსაც მოგვანებით მოკვლეული მასალები შეუერთეს

რა მოხდა გაგრაში? რა იყო გაგრის დაცემის მიზეზი-ღალატი ტუ დაუდევრობა? მართლაც გაყიდეს თუ არა გაგრა? მიუხედავათ გამოძიებს ხელთ არსებული უამრავი დოკუმენტური მასალისა თუ მტკიცებულებისა, მოწმეთა და დაშავებულთა ჩვენებისაამ კითხვაზე პასუხი ჯერაც გაუცემელია მასალები, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ და რომელიც "აფხაზეთის დაცემის" დასაწყისს - გაგრის "ჩაბარებას" ეხება. გენალარული პროკურატურის ორასტომიან საქმეში დევს. 

 


 
აფხაზეთი » კოდორი: შემოგვიერთდით!
 

ამ გვერდზე ჯერ არ არის განთავსებული არცერთი თემა. მსურველებს შეგიძლიათ ამ გვერდის შესაბამისი მასალები განათავსოთ. შემოგვიერთდით!

 
აფხაზეთი » გუდაუთა: შემოგვიერთდით!
 

ამ გვერდზე ჯერ არ არის განთავსებული არცერთი თემა. მსურველებს შეგიძლიათ ამ გვერდის შესაბამისი მასალები განათავსოთ. შემოგვიერთდით!

 
აფხაზეთი » ოჩამჩირე: შემოგვიერთდით
 

ამ გვერდზე ჯერ არ არის განთავსებული არცერთი თემა. მსურველებს შეგიძლიათ ამ გვერდის შესაბამისი მასალები განათავსოთ. შემოგვიერთდით!

 
აფხაზეთი » სოხუმი: ჟიული შარტავა
 

ჟიული შარტავა
ჟიული შარტავა
- საქართველოს ეროვნული გმირი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე.

დაიბადა სენაკში 1944 წლის 7 მარტს. ოქროს მედალზე დაამთავრა სენაკის მეორე საჯარო სკოლა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წ. არჩეული იყო დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 18 ივლისს, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე ჟიული შარტავა ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს.

 

 


 
აფხაზეთი: აფხაზეთის ომი (გაგრძელება)
 

საბრძოლო მოქმედებები 1993 წელს

1993 წლისთვის სეპარატისტები ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარს აკონტროლებდნენ. რუსებთან საზღვრის გახსნის შემდეგ აფხაზთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. გაგრაში ქართული შენაერთების ლიკვიდაციის შემდეგ აფხაზებმა მთავარი ყურადღება სოხუმის აღებაზე გადაიტანეს.

ფართომაშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად აფხაზებმა მოქმედება გეგმაზომიერად დაიწყეს. პირველ რიგში აფხაზებმა საორგანიზაციო საკითხები მოაწესრიგეს. 10 ოქტომბერს აფხაზებმა თავდაცვის სამინისტრო ჩამოაყალიბეს. სეპარატისტულ არმიას დაქირავებულები ყოველ დღე ემატებოდნენ. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი.


login

ბანერების გაცვლა

საიტის დამატება
საიტის დამატება
2
facebook

web site analyser ჰოსტინგი Serv.Ge Rambler's Top100