|
სულ: 5
სტუმარი: 3
მომხმარებელი: - არა
რობოტი: crawl Bot, Yandex Bot
ვიზიტორის 10-ული: nikajanelidze, admin, vacansyinua, wayclenancy, Recespedy, operaminifrefly, Pleagoenculge, Veikelomi, Skomenelrd, nesterayt
|
|
|
|
сатибо фрукт баша золотой шарик миаози капсулы гоуцу дикоросы фужуньбао ультра эффект LiDa лида с карнитином бомба для сжигания жира препарат сила императора бабочки для похудения препараты для снижения веса таблетки для похудения средства для снижения веса китайские таблетки для похудения эффективные таблетки для похудения средства для похудения отзывы lusero пластырь для похудения отзывы отзывы о похудении капсулы для похудения отзывы препараты для похудения отзывы лучшие таблетки для похудения билайт зажигательная бомба стройная фигура
|
|
|
სურათის გარეშე
|
რუსულის გაკვეთ..
|
|
ვიდეოს დამატება მხოლოდ ვიდეოპორტალებიდან: youtube, m..
|
|
|
|
|
|
|
|
 |
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
 თერთმეტ აგვისტოს შინდისში, მტრის ალყაში მოქცეული ნიკოლოზ ფორჩხიძე, გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა მისი ბატალიონი რუსულ არმიას. ქართველი გმირები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. შინდისი დღეს მათ ხსოვნას ინახავს.
ნონა ფორჩხიძე, დედა: "პირველად 7 აგვისტოს დაგვირეკა, დაგვამშვიდა, გვითხრა ყველაფერი კარგად არისო. არადა ამ დროს თურმე ჯარისკაცები ცხელ ხაზზე გადაჰყავდათ და ზესტაფონი-თბილისის გზაზე გადადიოდნენ. ჩემი მული ამ დროს თბილისში მიდიოდა. მან არაფერი იცოდა ომის დაწყების შესახებ. ჯარისკაცები, რომ დაუნახავს გაჰკვირვებია, რა ხდებაო. ამ დროს ნუკრის დაურეკავს მასთან და სრულიად შემთხვევით გაუგიათ, რომ ერთ გზაზე იყვნენ. ნუკრის ასე უთქვამს მამიდასთვის, ომში მივდივარ და დედიკოს არაფერი უთხრა, მოკვდებაო. თუმცა ჩემმა მულმა მაინც მითხრა. 7, 8, 9 აგვისტო გათიშული ვიყავი თურმე, როგორც მითხრეს, მხოლოდ წყალზე ვიყავი. მე არაფერი მახსოვს. ამ პერიოდში გვიკავშირდებოდა და ისევ გვაიმედებდა. 10 აგვისტოს მამამისს დაურეკა, მალე ჩამოვალო. ამ დროს კი ცხინვალში იდგნენ. ამის მერე ვეღარ დავუკავშირდით. ჩვენ მთელი დღეები ველოდით, მაგრამ ამაოდ... ჩემთვის ეს საშინელი დღეები იყო. ნუკრი 18 აგვისტოს ჩამოასვენეს და როგორც იყო მითხრეს. უფრო სწორად, მე მივხვდი იმდენი ხალხი იყო ჩვენთან მოსული... ჩემს ნუკრის უკანასკნელი ღამე სახლში გავატარებინე. 19 აგვისტოს კი წესის აგებით დავასაფლავეთ.
|
|
 |
 |
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
 9 აგვისტოს, შანხაის დასახლებაში, რამდენიმე წვევამდელი ბიჭი უმეთაუროდ იყო დარჩენილი... სპეცრაზმელები დაინახეს და მათ გაყვნენ... სპეცრაზმელ კახა თავგორაშვილს ბიჭებისთვის უთქვამს, სადმე ჩაწექით და მერე მოგხედავთო... წვევამდელებს შეშინებიათ, მაინც გამოდევნებიან... ის მოუბრუნდა, ნუ მოგვდევთო, ხელი ზემოთ აუწევია და... მტრის სნაიპერის ტყვიაც მოხვდა... კახაბერ თავგორაშვილი 1976 წელს დაიბადა რუსთავში. დედისერთა იყო და ანებივრებდნენ. ჯერ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ლიცეუმში გადავიდა. დღეს ის ლიცეუმი მის სახელს ატარებს... ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, რუსთავშივე ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე. როგორც დედისერთას, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მაინც წავიდა და თავისი ნებით მოიხადა სამხედრო ვალი. ვალის მოხდის მერეც გააგრძელა სამხედრო სამსახური, მუხროვანში, სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობდა. ჯერ შავნაბადის სპეცდანიშნულების სამსახურში იყო, ბოლოს ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების ბატალიონში. სტაჟირებაც გაიარა ამერიკაში. სპეციალობით ამფეთქებელი იყო. წოდებით – სერჟანტი. ინსტრუქტორების სკოლა რომ შეიქმნა, დირექტორის მოადგილე იყო... 20 წლის კახა ჯერ კიდევ შავნაბადაზე მსახურობდა, თავისზე 9 წლით უფროსი, ირმა დარბაისელი რომ გაიცნო და შეუყვარდა... ირმა დარბაისელი, მეუღლე: "შევარდნაძეზე ტერაქტის დროს, უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი. კახა მაშინ შავნაბადაზე მუშაობდა, მორიგე იყო და იქ გავიცანით... ვმეგობრობდით, 5 წლის შემდეგ დავოჯახდით. მერე, ერთ მშვენიერ დღეს, მოვიდა და ამიხსნა სიყვარული. 9 წლით უფროსი ვიყავი მასზე, მე 34 წლის ვიყავი, კახა – 25-ის. ძალიან რომანტიკული ადამიანი იყო... ერთ-ერთ ჩემს დაბადების დღეზე ვერ ახერხებდა ჩამოსვლას, დამირეკა დაიძინეო და შუა ღამისას ჩემხელა ვარდებით მომადგა სახლში..."
|
|
 |
 |
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
 9 აგვისტოს როკის გვირაბთან დაეწია ტარიელ ქამაშიძეს სნაიპერის ტყვია. სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა კიდევ ერთი ქართველი, რომელიც სულ რაღაც 20 წლის ასაკში, უკვე გმირი გახდა.
ზეინაბ ქამაშიძე, დედა: "მწარედ მახსენდება, ბოლოს სახლიდან რომ გადიოდა, როგორც ყოველთვის, ყველას გამოემშვიდობა. ქუჩიდან გამოიხედა და სახლს შეავლო თვალი...
20 წლის დაიღუპა... ვერ ვპოულობდით... ბოლოს ჩემმა მეუღლემ დეენემის ანალიზი ჩააბარა და სამი თვის შემდეგ, საზარელი პასუხი მოვიდა... ძმათა სასაფლაოდან, ოქტომბერში გადმოვასვენეთ...
როგორც ჩემი შვილის მეგობრები ყვებიან, სამ ჯგუფად გაუნაწილებიათ. სნაიპერს უსვრია ტარიელისთვის. მაგრამ კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპა ჩემი შვილი, მარტო ღმერთმა იცის... გადმოცემით ვიცით, ეს რომ როკის გვირაბთან, 9 აგვისტოს მოხდა.
|
|
 |
 |
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
 8 აგვისტოს ცხინვალში მტრის ალყაში მოექცა შალვა ტრაპაიძე. ქართველი მეომრები სისხლის ბოლო წვეთამდე ეწინააღმდეგებოდნენ მტრის შემოტევას. შალვა ჯერ ფეხში დაჭრილა, შემდეგ კი... დღეს ის გმირია, საყვარელ მეუღლეს საპატიო წოდება დაუტოვა სახსოვრად. სულ რაღაც თვენახევრის დაქორწინებული იყო... შვილზე ოცნება იმქვეყნად წაიღო.
მაია ტრაპაიძე, და: "მისი სურვილი იყო ღირსეული ჯარისკაცი ყოფილიყო. ახლადდაოჯახებულს სურდა დიდი ოჯახი ჰყოლოდა. ბევრ შვილზე ოცნებობდა.
ყველა ძალიან უყვარდა. მეგობრული და სანდო ადამიანი იყო. მისი დაღუპვა, საშინელება იყო ყველასთვის, მშობლები ძალიან უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებული მისთვის მეუღლე იყო. მაია იხსენებს ხოლმე "ჩემო სიხარულოს მეძახდაო". უამრავი გეგმები ჰქონდათ, როგორც გავიგეთ, სიცოცხლის ბოლო წუთებში საყვარელ მეუღლეზე ფიქრობდა და ასე უთქვამს: "სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ თვენახევრის მოყვანილი ცოლის გამწარება არ მინდაო". ვერ წარმოიდგენთ ისე უყვარდათ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი.
შაკო ისეთი მეუღლე იყო მაიკოსთვის. ჩემი რძალი ამბობს: "მადლობა ღმერთს, შაკოს რომ შემახვედრა და სიყვარული მასწავლაო".
|
|
 |
 |
უმწიკვლო სამსახურისთვის III ხარისხის მედალი, 2008 წ.
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან იყვნენ განლაგებულნი. ტანკი აუფეთქდა და ეკიპაჟიანად ამოვარდა კონტუზირებული. საავიაციო დაბომბვა გაგრძელდა და ბრძოლის ველიდან ვეღარ გამოაღწია. წინა დღეებში მეგობრებისთვის უთქვამს: ,,რუსები ვერ მოგვერევიან თუ საავიაციო არ გამოიყენესო" – საბედისწერო მისთვის სწორედ მტრის საავიაციო იერიში გახდა.
თამთა ხურციძე, და: "შოთა ქუთაისში 1980 წლის 19 მარტს დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა ვანის რაიონის სოფელ საპრასიის სკოლა. სხათა შორის, შოთა, მშობლებს ქორწინებიდან 5 წლის მერე შეძენიათ. ჩვენ სამნი ვიყავით. ორი ძმა და ერთი და. მე ყველაზე უმცროსი ვარ. აქედან გამომდინარე, მისი ბავშვობის შესახებ მშობლების გადმოცემით ვიცი. სკოლაში კარგად სწავლობდა. კარგად იხსენებენ მასწავლებლები. ძალიან კეთილი და სხარტი ბავშვი ყოფილა. ყველა სფეროში ერთნაირად ნიჭიერი. გაწონასწორებული და მშვიდი. პატარა, რომ ვიყავი, სადმე თუ წავიდოდა კანფეტები მოჰქონდა-ხოლმე. მე მისთვის პატარა, საყვარელი დაიკო ვიყავი. სკოლიდან რომ მოვიდოდი მშობელივით მეკითხებოდა: - აბა, რა ხდებოდა სკოლაშიო. ის ჩემთვის ძმაც იყო, მეგობარიც და მშობელიც. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ჩემს სამეგობროსთანაც ერთობოდა-ხოლმე. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვარდათ. მხიარული, ხალისიანი ადამიანი იყო. მოწყენილი შოთა არავის ახსენდება. ჯარის ამბებს სულ ვეკითხებოდი, აბა, რა ხდება-მეთქი? თათუშ, ნახე მალე ჩემი ტანკი მეყოლებაო – მპასუხობდა. ჩვენ ძალიან, ძალიან კარგი და-ძმობა გვქონდა. ძმებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
|
|
 |
 |
ითვლება უგზო–უკვლოდ დაკარგულად
 ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. პირველ დაბომბვას გადაურჩა.
ყველას გამოუღწევია იქაურობიდან. მასაც, მაგრამ მერე ისევ შებრუნებულა. ყველა ამბობდა თურმე, ეგ თუ ისევ იქ შებრუნდა, გიჟი ყოფილაო. გიჟი კი არა, გმირი იყო... გმირი, რომელსაც სნაიპერმა მოუსწრაფა სოცოცხლე...
შმაგი ნოზაძე 1984 წელს, სოფელ ნინიგორში დაიბადა.
წლის და 2 თვის იყო შმაგი, მამა რომ ავტოავარიაში დაეღუპა. პედაგოგი დედა ორ ობოლს ზრდიდა.
რუსუდან ჩუთლაშვილი, დედა: "შმაგი ბავშვობიდან ძალიან მშრომელი იყო. პატარა იყო, როცა თბილისში ჩამოდიოდა და ფიზიკურად მუშაობდა. ტანსაცმელსაც თავისით ყიდულობდა... ბავშვობაში ცეკვაზე და კარატეზე დადიოდა. ცეკვიდან გასტროლებზეც იყო უკრაინაში. მღეროდა კიდეც... გარეგნულად ტომ კრუზს ჰგავდა და ყველა ტომ კრუზს ეძახდა. თვითონ ვან დამზე და შვარცნეგერზე აბოდებდა, სულ მათი სურათები ეკრა კედელზე, უნდოდა მსახიობი გამოსულიყო და მათნაირი როლები ეთამაშა.
|
|
 |
 |
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
 დედამ ერთხელ უთხრა, თავის მეომარ შვილს, ვნერვიულობ შენ რომ ჯარში ხარო.
პასუხი: - ხერხეულიძეების დედამ 9 შვილი შესწირა სამშობლოს და შენ რა გაქვს სანერვიულო?
ის გმირულად დაიღუპა ცხინვალში.
ალექსი ნატროშვილი 1978 წელს დაიბადა რუსთავში. მშვიდი და გაწონასწორებული ბავშვი ყოფილა. მეექვსე კლასში იყო, ოჯახი საცხოვრებლად გურჯაანის რაიონში, სოფელ შრომაში რომ გადასულა და ალექსიც სოფლის სკოლაში მიუყვანიათ. დედა იტყვის, რომ არც ერთ სკოლაში შენიშვნა არ მიუღია მის ვაჟს. კარგი და სამაგალითო მოსწავლე ყოფილა.
ნათელა ნატროშვილი, დედა: „ექიმობა უნდოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ალექსისგან მართლაც კარგი ექიმი დადგებოდა, მაგრამ პირველ წელს რომ ვერ ჩაირიცხა სამედიცინოზე, გადაწყვეტილება შეცვალა და თელავის უნივერსიტეტში ჩააბარა - ისტორიისა და სამართლის ფაკულტეტზე. სწავლისას სამხედრო კათედრა გაიარა, უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთ წელში, სამხედრო აკადემიაში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება.
თანატოლები დღესაც იხსენებენ, ბავშვობაში, ომობანას რომ ვთამაშობდით, ისეთ იარაღს იგონებდა, გვაოცებდაო. ძალიან აინტერესებდა და ძალიან კარგად იცოდა საქართველოს ისტორია. კითხვა უყვარდა. სამშობლოს სიყვარულმა გადააწყვეტინა სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩამდგარიყო. სამხედრო აკადემიაში ჩააბარა და ერთწლიანი კურსი გაიარა. რომ დაამთავრა, მაშინ იქმნებოდა თელავის კომანდოს ბატალიონი, იქ დაიწყო სამსახური, ოცმეთაურად დანიშნეს. ცხინვალშიც იყვნენ წასული სამშვიდობო მისიით.
|
|
 |
 |
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
 ოცდაორი წლის გიორგი ნანუაშვილი, მარნეულში, საფრენი ბილიკის დაბომბვისას დაიღუპა. კოპიტნარში უნდა გაფრენილიყვნენ, თვითმფრინავის ავზს საწვავით ავსებდნენ, რუსულმა ბომბდამშენებმა რომ მარნეულის დაბომბვა დაიწყეს...
გიორგი ნანუაშვილი თბილისში, ვაზისუბანში დაიბადა, 1986 წელს.
ჯარისკაცის ქვრივი, მადონა იტყვის, რომ გიორგი "ძალიან ცელქი და ჯიუტი ბავშვი ყოფილა, აუღებელი ციხესიმაგრე – რასაც იტყოდა, იმას აკეთებდა ყოველთვის. სკოლაში, არც თუ ისე კარგად სწავლობდა, როგორც ბიჭების უმეტესობა... სკოლის დამთავრების შემდეგ, საავიაციო კოლეჯში განაგრძო სწავლა..."
გიორგის დედა ბორჯომიდან იყო და გიორგიც ყოველ ზაფხულს ჩადიოდა ბორჯომში ბებიასთან. სწორედ იქ გაიცნო ბორჯომელი გოგონა – მადონა.
გიორგის მადონა თავიდანვე მოსწონებია. გოგონას კი ეგონა, რომ მეგობრები იყვნენ... გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ, სიყვარულიც აუხსნია. მაშინ მადონა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა და ბორჯომში ცხოვრობდა. მერე მადონაც თბილისში ჩამოვიდა სასწავლებლად და ერთმანეთს უკვე ხშირად ხვდებოდნენ.
"სიურპრიზების კეთება უყვარდა, ხშირად მჩუქნიდა ყვავილებს... 4 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ დაქორწინება. პირველ აპრილს, ბზობას შევხვდით ერთმანეთს, სამების ტაძარში ვიყავით და იქიდან, პირდაპირ გიორგისთან წავედით სახლში. ერთი წლის შემდეგ შეგვეძინა ნიკოლოზი. თვითონ უკვე ავიაციაში მუშაობდა და ამბობდა, ჩემი შვილი დიდი მფრინავი გამოვაო. შვილთან დაკავშირებით, ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. ჯერ ჭიდაობაზე შევიყვანო... თვითონაც ჭიდაობდა. საერთოდ, მამამისიც მოჭიდავე იყო და უნდოდა ბავშვიც შეეყვანა ჭიდაობაზე..."
|
|
 |
 |
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
 ცხინვალის მისადგომებთან, ცხელი წერტილიდან დაჭრილი მეგობრების გამოყვანის დროს დაიღუპა - მერაბ თუთისანი, 22 წლის ვაჟკაცი, გმირულად შეხვდა მტრის ტყვიას. სამშობლოს დაცვა მისი მოწოდება იყო და შეეწირა კიდეც თავი საყვარელ საქმეს. "თუთი" – ასე მიმართავდნენ მას მეგობრები.
თინა ფხაკაძე, დედა: "მერაბი, ქალაქ ხონში 1986 წლის 12 თებერვალს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ხონის მესამე საშუალო სკოლა. სწავლის პერიოდში რაიონის ნორჩტექნიკოსთა დირექციამ დააჯილდოვა - მხაზველთა და მხატვართა რაიონულ გამოფენაში მონაწილეობისთვის. მერაბს ხონის 1-ლი სამუსიკო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. 2002 წელს ხონის რაიონის განათლების განყოფილებამ ზედიზედ სამჯერ დააჯილდოვა, ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებებზე, კალათბურთში პირველ და მეორე ადგილებზე გასვლისთვის. ძალიან საინტერესო და აქტიური ბავშვი იყო, კარგი მეგობარი და ძმა. ასე ამბობდა, ჯერ ძმას მივხედავ და მერე ჩემს თავსო. მამუკა ახლახან დაოჯახდა. დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად "თუთის" გაუხარდებოდა ძმის ბედნიერება.
ქუთაისში სწავლობდა, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ დაუსწრებელზე გადავიდა, რადგან სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი.
|
|
 |
|
|