|
სულ: 5
სტუმარი: 1
მომხმარებელი: - არა
რობოტი: crawl Bot, crawl Bot, Google Bot, Yandex Bot
ვიზიტორის 10-ული: nikajanelidze, admin, vacansyinua, wayclenancy, Recespedy, operaminifrefly, Pleagoenculge, Veikelomi, Skomenelrd, nesterayt
|
|
|
|
сатибо фрукт баша золотой шарик миаози капсулы гоуцу дикоросы фужуньбао ультра эффект LiDa лида с карнитином бомба для сжигания жира препарат сила императора бабочки для похудения препараты для снижения веса таблетки для похудения средства для снижения веса китайские таблетки для похудения эффективные таблетки для похудения средства для похудения отзывы lusero пластырь для похудения отзывы отзывы о похудении капсулы для похудения отзывы препараты для похудения отзывы лучшие таблетки для похудения билайт зажигательная бомба стройная фигура
|
 |

ივანე კვალიაშვილი
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
გორში, ვერხვების დასახლებაში, 1986 წლის 18 დეკემბერს, კვალიაშვილების ოჯახს გვარის გამგრძელებელი შეეძინა. ვანიკო დაარქვეს... დეკემბერში 23 წლის გახდებოდა. კარგი ბავშვობა ჰქონდა. ჯიუტი არა, მაგრამ სიტყვის კაცი იყო. პატარაობიდანვე, რასაც მიზნად დაისახავდა, ყველაფერს აღწევდა. აქტიური მოსწავლე, სკოლის სხვადასხვა საღამოებზე, პირველი იყო ყველაფერში... კარგად მღეროდა. როგორც მეგობრები ეძახდნენ, კვალას გორში ყველა კარგი სახელით იცნობდა. დიდთან დიდი იყო, პატარასთან – პატარა. სამართლიანი იყო და ყველას უყვარდა... სკოლის დამთავრების შემდეგ, გორის ინსტიტუტში ჩაირიცხა. ინფორმატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია.
„ბოლოს 7 აგვისტოს ვნახე. სახლში იყო მოსული. ღამე იბანავა და დილით, ჯარში წასასვლელად მოწესრიგდა. უზომოდ სუფთა და მოწესრიგებული ადამიანი იყო. საბოლოოდ გამოგვემშვიდობა. ბავშვს საბოლოოდ აკოცა და წავიდა...... ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად...“ 5 აგვისტოს სამშობიაროდან გამომწერეს. ექვსში ნახა შვილი და შვიდში განგაში გამოცხადდა.
|
|
 |
 |
აფხაზეთი, სოფელი კამანი. 1993 წლის 4 ივლისი, ღამის 10 საათი
ტყიანი ფერდობებიდან ხეობის სიღრმემდე სროლის ხმა აღწევს. ახალშენის მხარეს ცა წითლად ნათდება და ჰორიზონტზე რუხი, მოძრავი წერტილები მოჩანს. ისინი ეშერას დასტრიალებენ, მერე დაბლა მოიწევენ, ამზარას უახლოვდებიან.
გუმისთის პირას ჩასაფრებულ გურამ გვიჩიანს, ავტომატების უწყვეტ კაკანთან ერთად, ახლა უკვე ძრავების ყრუ, დახშული გუგუნი ესმის. ღამის სიბნელეში რუსული სამხედრო ვერტმფრენების სილუეტები იკვეთება. გურამი ბინოკლს ჩაჰყურებს.
მის წინ ამზარაა, მოშორებით _ ტყე, ზემოთ _ ვერტმფრენი, საიდანაც თოკი ეშვება. დაჭიმულ ბაგირზე ერთმანეთის მიყოლებით მოცოცავენ თავიდან ფეხებამდე შეჭურვილი მეომრები და ხშირ წიწვნარში უჩინარდებიან. ახლა მეორე ვერტმფრენიდან უშვებენ თოკს, მესამედან. . . `დესანტი ჩამოსხეს~, _ რაციით გადასცემს შტაბს ბოლო, საგანგაშო ინფორმაციას გვიჩიანი.
|
|
 |
|
|